weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თქვენ მე ბოდიში უნდა მომიხადოთ - ირმა ინაშვილი დევიდ კრამერს

16:28 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019

„ბატონო კრამერ, თქვენ მე ბოდიში უნდა მომიხადოთ“, – ამ სიტყვებით მიმართა „პატრიოთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს.

ინაშვილი დღეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც მიწვეული არ ყოფილა, ხმაურით მივიდა. მან სიტყვა მოითხოვა იმ განცხადებების საპასუხოდ, რაც მისი პარტიის შესახებ კონფერენციის პირველ დღეს გაკეთდა. შექმნილი ხმაურის გამო კონფერენცია შეჩერდა, ხოლო დევიდ კრამერმა, ირმა ინაშვილსა და მედიას შენობის დატოვება მოსთხოვა.

ამჟამად კონფერენცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისა და პანელური დისკუსიის მონაწილეებთან კითხვების დასმის შესაძლებლობა მისცეს. იმის გამო, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს სიტყვა გაუგრძელდა, დევიდ კრამერმა უთხრა, რომ მეტხანს საუბრის საშუალებას ვეღარ მისცემდა.

„ბატონო კრამერ, თქვენ მე ბოდიში უნდა მომიხადოთ, იმიტომ, რომ თქვენ გადააბიჯეთ საქართველოს კონსტიტუციას და შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს პარლამენტის წევრს“, – ამგვარად უპასუხა ინაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მეორე დღეა მიმდინარეობს. პანელურ დისკუსიებში წამყვანი დიპლომატები მონაწილეობენ, მათ შორის, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]