weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩვენს Facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ – „რუსთავი 2“

17:15 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მის ოფიციალურ გვერდზე „მთავარი არხის“ პოსტების გაზიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე გვერდს უკანონოდ იყენებს.

„უკვე რამდენიმე დღეა „რუსთავი2“-ის Facebook-ის გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეჰყავს. მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები“, – აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის განცხადებაში.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას შეფასებით, ნოდარ მელაძის ქმედებები უპასუხისმგებლოა და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს. მისივე თქმით, მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები.

ნოდარ მელაძე, რომელიც „რუსთავი 2“-დან გათავისუფლების შემდეგ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ახალი ამბების მიმართულების ხელმძღვანელი გახდა, ამ ბრალდებებს უარყოფს. მისი განმარტებით, „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი ამ დრომდე Facebook-გვერდის რედაქტორია.

„ნახეთ „სეთინგებში“ რა ლაივი გავუშვი პირადად მე. პასუხი – არცერთი. მეორე ტყუილი - ამ დრომდე არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც SMS, არც წერილი, არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის HR-თან და პასუხიც მიიღო“, – წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

„მთავარი არხი“, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დააფუძნა, ეთერში გუშინ გავიდა. გუშინ და მანამდეც, „რუსთავი 2“-ის ოფიციალურ Facebook-გვერდზე რამდენჯერმე გაზიარდა „მთავარი არხის“ პოსტები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]