weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი დაჭრეს

10:49 ორშაბათი, 24 ივლისი 2017

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი კუკური ჯამატაშვილი თანასოფლელმა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად ფეხში დაჭრა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაჭრილი გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული.

სროლას წინ სადავო მიწის ნაკვეთის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციას გუშინვე ჩაბარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]