weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია იწყება

11:23 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია - შპს „ენსისი“ გამოავლინა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშთა ატრაქციონების, განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების მოწყობას. ასევე დაგეგმილია სკამების, სანაგვე ურნების, გამწვანების და მწვანე საფარის მოწყობა.

„პროექტის დასრულების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა, სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]