weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკურ პარტიას ოქტომბერში დააფუძნებენ

14:22 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019 hits 300

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიას ის და მამუკა ხაზარაძე ოქტომბერში დააფუძნებენ. ამის შესახებ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი პოლიტკური პარტიის ამოცანა ქვეყანაში არსებული უიმედობის დამარცხება იქნება. ჯაფარიძის განმარტებით, ეს იმაშიც გამოიხატება, რომ არჩევნებზე მივიდეს ის ამომრჩეველი, რომელიც უიმედობის გამო ხმის მიცემის პროცესში არ მონაწილეობს.

მამუკა ხაზარაძემ დღეს, 12 სექტემბერს ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. ანაკლიაში შეკრებილებს ხაზარაძემ უთხრა, რომ მოძრაობაში ჰორიზონტალური მმართველობა იქნება და ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზე არ იქნება დამოკიდებული მისი განვითარება.

„ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის გადასარჩენია“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაძარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გენერალურმა პროკურატურამ მასთან და ბადრი ჯაფარიძესთან სამართლებრივი დავა დაიწყო. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს 16 მილიონი ლარის ლეგალიზებას ედავება. სადავო ტრანზაქცია 11 წლის წინ განხორციელდა. თავად ხაძარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას „ანაკლიის პორტის“ მშენებლობას უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ეს პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციისას მამუკა ხაზარაძემ ბევრი სიმბოლური დატვირთვის კომპონენტი გამოიყენა. საზოგადოებრივი მოძრაობის წარდგენის ადგილად ანაკლია შეარჩია, სახელწოდებად კი ლელო. „თიბისი ბანკი“ რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია. ლელოს დადება კი რაგბის თამაშის დროს გამარჯვებას ნიშნავს.

ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ საზოგადოებრივ მოძრაობაში ცნობილ პოლიტიკოსებს ვერ ვიხილავთ. მოძრაობის სპიკერი კი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი საპარლამენტო მდივანი იყო, მანამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გახლდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]