weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ოდესელებს ელაპარაკოს - ხაზარაძე სააკაშვილს პასუხობს

22:56 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გამორიცხა „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს კი ტონის და სიტყვათა წყობის შეცვლისკენ მოუწოდა.

„სააკაშვილს მივმართავ, ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. მე მესმის პოლიტიკა, კონკურენცია, მაგრამ სიტყვათა წყობა შეცვალოს. ადამიანს რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ადამიანია. როცა პრეზიდენტი ხარ, მთავარსარდალი ხარ, პასპორტს იცვლი და ამბობ, რომ დამიჭერდნენ, იქ ჩემთვის მთავრდება ყველაფერი. ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს და ის განცხადებები შეინახოს თავისთვის“. - განაცხადა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დაფუძნებას „კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება“ უწოდა.

„ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე, ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი. თურმე, ამ ხაზარაძემ და კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრ, ფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის პორტი, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის „შანტრაბა“ რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი გასული წლის არჩევნებზე. მართლა ხომ არ გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს? რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის პორტი ერთმანეთთან“, – აცხადებს სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც მის ფეისბუქ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც აპირებენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]