weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარზე ქართული პოლიციის გააქტიურებაზე იუწყება

09:52 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე ქართული პოლიციის გააქტიურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

კერძოდ, დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, ცხინვალის რაიონის სოფელ გრომის მოპირდაპირე მხარეს, „საქართველოს ტერიტორიაზე“ საქართველოს შსს თანამშრომლები ადგილის შესწავლას აწარმოებენ, ასევე მიმდინარეობს დამატებითი სადამკვირვებლო პუნქტების ან ბლოკპოსტების განთავსებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

„ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში, ცხინვალის რაიონის სოფელ არცევის მოსაზღვრედ, ქართული პოლიციის პირადი შემადგენლობის რაოდენობა 8-დან 40-მდე გაიზარდა. პოსტზე განთავსებული ერთი ჯავშანტრანსპორტიორი „ოტოკარ-კობრა“ და 4 ავტომობილი „ტოიოტა-ჰაილუქსი“, - აცხადებს დე ფაქტო კომიტეტი.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს შსს პირადი შემადგენლობა 6-დან 12-მდე გაიზარდა ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში აძვისთავსა და ახალუბანში, ხოლო სოფელ ხურვალეთში დაწყებულია საქართველოს შსს პოსტის განთავსებისთვის სამშენებლო სამუშაოები.  

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე ქართველი ძალოვანების აქტიურობა ვითარების დესტაბილიზებისა და დაძაბულობის ესკალაციისკენ არის მიმართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]