weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სახლის დატოვების გამო ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

12:57 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

საცხოვრებელი სახლის დატოვების გამო, გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ნიკა მელიას პროკურატურაში იბარებს.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, 2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკა მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. 

„აქედან გამომდინარე, ნიკა მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკა მელია 20 ივნისის ღამის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაშია ბრალდებული. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული. მას ასევე აკრძალული აქვს საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 

გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებაზე და მედიასთან სახლიდან ურთიერთობის ნება დართო.  

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]