weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ივანიშვილის ამ საქმეში ჩართვა სახელმწიფო ინტერესებით იყო გამოწვეული - ჩხარტიშვილი

15:30 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ, ბიზნესმენი და ყოფილი პარლამენტარი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს. ჩხარტიშვილი ხაზარაძეს ცრუპენტელას, „ბიზნესის ჯალათს“ უწოდებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის შესახებ ამბობს, რომ საქმეში მისი ჩართულობა სახელმწიფო ინტერესებით იყო ნაკარნახევი.

ჩხარტიშვილის განცხადებას, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში წაიკითხეს, უცვლელად გთავაზობთ:

„ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში პროგრამის ნაცვლად 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები, ვიდრე ტყუილები, რომლითაც ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. სააკაშვილთან ალიანსში, ბიზნესმენების დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს ხაზარაძემ წუხელ სცადა.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და იმსახურებს თუ არა ახალგამომცხვარი პარტიის ცრუპენტელა ლიდერი ნდობას.

ხაზარაძესთან ჩემი სასამართლო დავა ეხებოდა სააკაშვილის დროს „ფოთის წისქვილკომბინატის“ და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ „თიბისი ბანკის“ მეშვეობით წამართვა. რაც მთავარია ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ლონდონში ჩემი დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო. ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა რომ დავა ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს  სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის თემებს.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ამ საქმეში ჩართვა ზემოთხსენებული სახელმწიფო ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, როგორადაც სურს ხაზარაძეს საქმე წარმოაჩინოს.

გაუგებატრია მისი ნარატივები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზე, მე არაფერში მჭირდებოდა მათი რამენაირი გადაწყვეტილება, რადგან ვერ შემზღუდავდა მოქმედებებში. ისევ მე დავთმე და მოგებული საქმე სასამართლოდან გამოვიტანე. არც ვნანობ, რადგან მიუხედავად სამართლიანობისა, დავის გაგრძელება მნიშვნელოვნად დააზიანებდა ბიზნეს გარემოს. ჩემთვის მთავარი იყო დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, რაც გავაკეთე კიდეც. მისმა ბანკმა უშუალოდ მისი მონაწილეობით მიითვისა ჩემი ქონებები და 5 წუთში სხვა პირზე გადაყიდა, რათა პატიოსანი მყიდველი შემოეყვანათ და მითვისებული ქონება გადაემალათ. დავა ეხებოდა 18 მილიონს და არა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს.

იგი დღეს ცდილობს კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობა გაუკუღმართებული მოდელირებით და ტყუილებით გადაფაროს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია, სადაც ის „ბიზნესის ჯალათის“ როლში მოგვევლინა. ხაზარაძე მომავლის საშვის აღებას, წარსულის გადაწერით ცდილობს. ამაოდ, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა ის მასთან ერთად იყო ჩვენი ქონებების მიტაცებით გამდიდრებული. უფრო მეტიც ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ის 2007 წელს სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააკილდოვა“,- ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში.


საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის გამოეტანა თხოვა. [თიბისი ბანკი და ვანო ჩხარტიშვილი 30 მილიონი ლარის შესახებ დავობდნენ].

მამუკა ხაზარაძემ სარჩელი გამოიტანა, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში შედგა შეხვედრა, რომელსაც თავად ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილი, ბადრი ჯაფარიძე, ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი ფიფია [სავარაუდოდ საუბარია რომან ფიფიაზე] და მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდნენ:

„პატარა სასამართლოზე მოვხვდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. კიდევ კარგი, რომ შოთაძეც იქ იყო, რომელიც ჩუმად იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში და საათნახევრის შემდეგ ჩაიჩურჩულა, რომ ვერ ხედავდა ამ საქმეში [პრობლემას]. მე შოკირებული გამოვედი, ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა“, - ამბობს ხაზარაძე.

თავად ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში გამართული შეხვედრის შესახებ პირველად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ტელემედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, იგი ჩხარტიშვილის და ხაზარაძის დავის მოგვარებას ცდილობდა. ივანიშვილი ემადლიერებოდა ჩხარტიშვილს, ხაზარაძის შესახებ კი თქვა, რომ მას „მადლობაც არ უთქვამს“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]