weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

16:01 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ერთ-ერთი მოადგილის და საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან ნათია მეზვრიშვილი გაათავისუფლა. როგორც „რეგინფოს“ შსს-ში უთხრეს, შს მინისტრს კვლავ ხუთი მოადგილე ეყოლება და მეზვრიშვილს იოსებ ჭელიძე შეცვლის.

პირველი არხის ცნობით, ნათია მეზვრიშვილი შესაძლოა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნოს. თუმცა, თავად სახელმწიფო უწყება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი 2017 წლის 28 ნოემბრიდან იყო. ის ამ თანამდებობაზე გიორგი გახარიამ დანიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]