weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

„ქუცნაშვილს გავრილოვის მონა დავუძახე, მისმა ცოლმა კი სახეში მთხლიშა“ – ირაკლი არეშიძე

16:39 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019
ფოტოზე ირაკლი არეშიძე ფოტოზე ირაკლი არეშიძე ფოტოზე ირაკლი არეშიძე

20 ივნისის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ირაკლი არეშიძესა და პარლამენტის ყოფილი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლეს შორის გონიოში ინციდენტი მოხდა. როგორც არეშიძე ამბობს, ქუცნაშვილს „გავრილოვის მონა“ დაუძახა, რის გამოც მისმა მეუღლემ სახეში გაარტა.

„გონიოში, სასტუმრო „გონიო ინში“, სადაც ქუცნაშვილი მეუღლესთან ერთად ისვენებდა, ვეძახდი აივნიდან, რომ თქვენ ხართ „გავრილოვის მონა“, რომ „თქვენს გამო ხალხი ციხეში ზის და თვალები აქვს დათხრილი, თქვენ კიდევ აქ ისვენებთ“ და ა.შ., რაზეც ეს ზაქრო მეუბნებოდა აბა ჩამოდიო. მერე, რომ ჩავედით, „ჩექ აუთი“ იყო და დამინახა. მომვარდა მაგისი ქალი, ცოლი, დაცვის თანამშრომელი და თვითონ. შენ ვის უთხარი მონაო - ეს ქალი გამოექანა და მთხლიშა სახეში“, – ამბობს ირაკლი არეშიძე „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მომხდარის გამო პოლიცია გამოიძახა და ჩვენება მისცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქართველოს პარლამენტმა ზაქარია ქუცნაშვილს თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი უფლებამოსილება 3 სექტემბერს შეუწყვიტა.

ქუცნაშვილმა პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებაზე 21 ივნისს განაცხადა. ამას წინ უძღოდა, 20 ივნისს, პარლამენტში, მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში, რუსული დელეგაციის ვიზიტი. ასამბლეას რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ ენაზე უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან. როგორც გაირკვა, ასამბლეის ფორმატის შესახებ ინფორმირებული იყო ქუცნაშვილი, რომელიც ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

თბილისში გავრილოვის ვიზიტს ხალხმრავალი საპროტესტო აქციები და დაძაბულობა მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, გავრილოვი რუსული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში სასწრაფოდ დაებრუნებინა. იმავე საღამოს, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]