weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო – სკოლების სია

21:42 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი სკოლების ნაწილში 30, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება.

სწავლა გადაიდო შემდეგ სკოლებში:

თბილისის N122 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

თბილისის N130 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

თბილისის N45 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

თბილისის N60 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

თბილისი N149 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

თბილისის N177 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

თბილისის N191 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

თბილისის N208 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

თბილისის N23 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს;

თბილისის N150 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს;

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს;

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

გორის N4 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს;

ქალაქ დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს;

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს;

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა - სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს.

ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში 16 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო. როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, იმ სკოლებში, სადაც სწავლის დაწყება გადაიდო, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით, შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]