weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე ინტენსიური წვრთნები მიმდინარეობს

12:07 შაბათი, 14 სექტემბერი 2019
ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე ინტენსიური წვრთნები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

კერძოდ, ბოლო 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების, დანიშნულებისა და მასშტაბის რამდენიმე წვრთნა და სწავლება ჩატარდა და დაიწყო. ღონისძიებები ნაგვალოუს, წბელდასა და გუდაუთას პოლიგონებზე იმართება.

მხოლოდ 13 სექტმებერს აფხაზეთის რუსულ ბაზაზე სამი სწავლება გაიმართა. კერძოდ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების ცეცხლის მართვის სწავლების ფარგლებში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგის 30 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. რუსულმა სადაზვერვო ქვედანაყოფებმა შავი ზღვის სანაპიროსა და მთიან მიდამოში ტაქტიკური სწავლება გაიარეს. ასევე, 2000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს სტრესის მიმართ მდგრადობაზე, წინაღმდეგობებისა და ბარიერების 300 მეტრიან „ბილიკზე“ ფსიქოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს. 

მანამდე კი კავკასიონის მთებში ჯავშანტექნიკის განადგურებაში ივარჯიშეს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ოპერატორებმაც. მსროლელთა ქვედანაყოფი ქვეითთა რეაქტიული ტყვიამფრქვევების „შმელის“ სროლაში ავარჯიშეს ასევე მთიოან მიდამოში. მზვერავებს კი ერთთვიანი შეკრება დაეწყოთ.

9 სექტემბერს ასევე ერთთვიანი სწავლება დაიწყო არტილერისტებისთვის, რომელშიც 500 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის რუსულ ბაზაზე წვრთნებისა და სწავლებების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]