weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ოკუპირებულ სოფელ ქეშელთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

13:42 შაბათი, 14 სექტემბერი 2019

ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ ქეშელთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ორსართულიანი ხის სახლი მთლიანადაა დამწვარი. ხანძარი დაახლოებით გვიან ღამით გაჩნდა.

დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრეები დროულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა, მათი მისვლის მომენტისთვის სახლი მთლიანად დამწვარი იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს დე ფაქტო სამინისტროს სპელიასტები იკვლევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]