weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გორთან ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია

18:54 შაბათი, 14 სექტემბერი 2019

გორის სიახლოვეს, ავტობანზე, სადაც დღეს ავტომქანას ცეცხლი გაუჩნდა, ხანძრარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გავიდა ფორდის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ავტომაგისტრალზე მორიგეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე, ასევე, მუშაობდა შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 4 ჯგუფი. მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მოხერხდა ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩაქრობა. შემთხვევის ადგილზე, 20 მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]