weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ხურვალეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს

10:33 კვირა, 15 სექტემბერი 2019

შიდა ქართლში, სოფელ ხურვალეთში 50 წლის კაცი პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების თანახმად, დაკავებული სამართალდამცველებმა სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე,  ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ პირადი ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი 84,65 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს.

ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]