weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ილია მეორემ გიორგი გახარია საპატრიარქოში მიიღო

10:15 ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ილია მეორემ გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დალოცა. 12 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პრემიერ-მინისტრისადმი მილოცვა წერილობითაც გაავრცელა.

„სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად. უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში“,- ნათქვამია მილოცვაში.

98 დეპუტატის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]