weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები დღეს ცხინვალში ჩავლენ

10:02 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები დღეს, 17 სექტემბერს ცხინვალში ჩავლენ.

„თანათავმჯდომარეები ჩამოვლენ ცხინვალში და ოს კოლეგებთან განიხილევან ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგს, რომელიც 8 და 9 ოქტომბერს გაიმართება“, - იუწყება სააგენტო „რესი“ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლის აპარატზე დაყრდნობით.

დელეგაციაში ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები შედიან.  

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებმა თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 16 სექტემბერს გამართეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს განვითარებულ პროცესებს.

აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სრულ იზოლაციაში აქცევს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]