weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

შსს-ს თანამშრომელი იარაღით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

20:48 ორშაბათი, 24 ივლისი 2017
შსს-ს თანამშრომელი იარაღით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს ფოტო © "აჭარის ტელევიზია"

აჭარის პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი არჩილ დევრიშაძე დააკავა. მას ქობულეთში მცხოვრები რომან ქავთარაძე მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებდა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, არჩილ დევრიშაძე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა. ის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, მაგრამ სამსახურებრივი მაისური ეცვა და თან ჰქონდა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ რომან ქავთარაძე, მისი მეგობარი მ.დ. და მეზობლები.

არჩილ დევრიშაძემ რომან ქავთარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. რომან ქავთარაძემ გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც არჩილ დევრიშაძე მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მან ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რომან ქავთარაძის მეგობარს და ლანძღვა-გინება დაიწყო იქვე მყოფი სხვა პირების მიმართ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ არჩილ დევრიშაძემ ამ ძალადობრივი ქმედებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ.

დევრიშაძე სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]