weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გამოკითხულთა 48%-ს ბოლო 6 თვეში კომუნალურების გადასახდელი ფული არ ჰქონდა - NDI

12:35 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოკითხულთა 48%-ს არ ჰქონია ფული კომუნალური გადასახადების გადასახდელად.

გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ მისი ოჯახის ხარჯის ყველაზე დიდი წილი საკვების ხარჯზე მოდის, რასაც 62%-ით კომუნალური გადასახადები და 38%-ით წამლებზე გაწეული ხარჯი მოსდევს.

NDI-მ და CRRC–საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარმოადგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]