weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

ახალციხეში ბოსტნეულის გამყიდველ ქალს სცემეს

15:26 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019 hits 135

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ბოსტნეულის გამყიდველ ქალს გვერდით მდგომმა მწვანილების გამყიდველმა კაცმა სცემა. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

როგორც თვითმხილველები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა.

„რაღაცა ხურდებზე დაიწყეს ჩხუბი, რა ვერ გაიყეს, ვერ გავიგე. ჯერ ამ კაცის ცოლი და ეს ქალი ჩხუბობდნენ. ამას, მე მგონი, იმ ქალისთვის დაურტყამს კიდეც. მერე კაცი ადგა და ცემა დაუწყო, სულ სახეში და თავში ურტყამდა და გაიქცა“,– ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]