weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გორში ჭურვი გაანეიტრალეს

10:50 სამშაბათი, 25 ივლისი 2017

გორში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, გვიან ღამით ჭურვი გაანეიტრალეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჭურვი ლიახვის სანაპიროზე ბაზრის თანამშრომელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

გამნაღმველებმა ჭურვი ბაზრიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით თხრილში ააფეთქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭურვი სავარაუდოდ სასწავლო დანიშნულების იყო. მათივე ცნობით, ექსპერტიზა დაადგენს თუ ვის ეკუთვნოდა ის და როდის არის დამზადებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებასა და დამზადებას გულისხმობს.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]