weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტრაილერის დაჯახებისას დაშავებული პოლიციელი გორიდან თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

18:27 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 35 წლამდე კაცი გორის საავადმყოფოდან თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაგისტრალზე მიმავალი ტრაილერი გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომობილს დაეჯახა. შედეგად საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ შსს-ში უთხრეს, მეორე დაშავებული პოლიციელი გორში რჩება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობას, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]