weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხალხის ერთიანობისთვის აფხაზეთში ვერტმფრენიდან ნაკურთხი წყალი გადმოასხეს

10:42 პარასკევი, 20 სექტემბერი 2019

აფხაზი ხალხის ერთიანობისთვის ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა ვერტმფრენიდან ნაკურთხი წყალი გადმოასხეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში მშვიდობისა და უთანხმოების დასაძლევად, ჰაერში ლოცვაც აღევლინა.

დაახლოებით 12 ლიტრი წმინდა წყალი ვერტმფრენიდან პიცუნდას, ილორის, ბედიის, მოქვის, ლიხნის, სოხუმის, ახალი ათონის და კამანის ტაძრების თავზე გადმოასხეს.

„როდესაც ასეთი დაბნეულობა და დაპირისპირებაა შიგნით, ყველა ტაძარში ვლოცულობთ ერთიანობისთვის. დღეს იყო შესაძლებლობა, რომ ვერტმფრენში ჩავმჯდარიყავით, ზეცაში ავსულიყავით და გველოცა, სახარება წაგვეკითხა“, – განაცხადა ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველმა, ბესარიონ აპლიამ.

ნაკურთხი წყლის გარდა, მღვდელმსახურებს ჰაერში ღვთისმშობლის ხატი, ეკლის გვირგვინი და იერუსალიმიდან ჩატანილი ჯვარიც ჰქონდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]