weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტყიბულში 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტებში ჩავიდა – პროფკავშირები

10:15 სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დაახლოებით 30 მეშახტე ტყიბულში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე მანამ, ვიდრე მიმდინარე ხელფასების გაცემა არ მოხდება. მეშახტეები ასევე ითხოვენ განმარტებას, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი.

„მეშახტეებს შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც, კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა.

მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს - მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიის მიწოდება“, – აცხადებს პროფკავშირების გაერთიანება.

პროფკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ დაიფაროს მეშახტეთა ხელფასები, ასევე მეშახტეების მიაწოდოს ინფორმაცია იმაზე, თუ რა გეგმა აქვს მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, როდესაც მინდელის სახელობის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. როგორ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტებში მუშაობა არ განახლდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. მამუკა ბახტაძემ ასევე თქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც შახტები დახურული იქნებოდა, დასაქმებულები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებდნენ.

ტყიბულის შახტებში ნახშირის მოპოვებას კომპანია „საქნახშირი“ აწარმოებს, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) შვილობილი კომპანიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]