weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [Photos]

12:51 სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 hits 285

დაბა ბაკურიანში სამკილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები.

„შემოვლითი გზის მშენებლობას კურორტ ბაკურიანის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება“, – აცხადებენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და მუნიციპალური განვთარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტზე 6.3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]