weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სალომე ზურაბიშვილი გაეროში სიტყვით დღეს გამოვა

11:23 ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს თბილისის დროით 19:00 - 20:30 საათების შუალედში მიმართავს.

გენერალური ასამბლეის 74-ე სესია გუშინ, 24 სექტემბერს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. მას 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი ეწვევა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ სალომე ზურაბიშვილი დაესწრო დებატებს, რომლის მთავარი თემა სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისათვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]