weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2019

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

16:47 ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019 hits 473

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

პირველი არხის ინფორმაციით, მოსამართლე ლევან დარბაიძემ განამარტა, რომ დედას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლით, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ეს ვადა ¼-ით შეუმცირდა.

შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა 22 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჩვილი გვიან ღამით, საწოლში გაგუდა.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებდნენ, აღნიშნული მუხლი 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]