weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

ბიზნეს სექტორს სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისები გააცნეს

15:55 შაბათი, 28 სექტემბერი 2019 hits 139

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბიზნესით დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო პროცედურებსა და გამარტივებული ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები გადაეცათ, რომლითაც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი.

განცხადების წარდგენა ახალი სუბიექტის რეგისტრაციასთან, ცვლილებების რეგისტრაციასთან, რეორგანიზციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულადაა შესაძლებელი.

ინოვაციური სერვისია დანერგილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვისაც. ამ ფორმით რეგისტრირებული კომპანიების პარტნიორებს ასევე ელექტრონულად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება.

ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის სამეწარმეო რეესტრის ყველა სერვისი ონლაინ არის ხელმისაწვდომი. სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი და პორტალ my.gov.ge-ზე რეგისტრაცია.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მორიგ შეხვედრებს საჯარო რეესტრი გორში, ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში ჩაატარებს.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]