weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2019

სოფელ ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გარდაიცვალა

14:53 კვირა, 29 სექტემბერი 2019 hits 366
ფოტო: დავით ქაცარავა / Facebook ფოტო: დავით ქაცარავა / Facebook

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი, 44 წლის გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერიზა გორის პროზექტურაში უტარდება. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„ძალა ერთობაშიას“ წევრები საოკუპაციო ხაზთან 2017 წლის ივლისიდან, 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ. სამოქალაქო პატრულირება მათ მას შემდეგ დაიწყეს, რაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ყარაფილაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის სიახლოვეს ხნულები გაავლეს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, გიორგი დეკანოსიძე „ძალა ერთობაშიას“ რიგებში ამ პერიოდიდან ირიცხებოდა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]