weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2019

რუსთავის V სკოლაში მშობლების ნაწილი ერთ-ერთი მოსწავლის სკოლიდან გადაყვანას ითხოვს

10:56 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019 hits 189
ფოტო: tv4.ge ფოტო: tv4.ge

ქალაქ რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში მშობლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ითხოვენ, სხვა სკოლაში გადაიყვანონ მეექვსე კლასის მოსწავლე, რომელსაც მასწავლებელი ძალადობაში ადანაშაულებს. მასწავლებლის თქმით, 27 სექტემბერს მოსწავლემ კიბეზე დააგორა.

მშობლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მოსწავლე სხვა ბავშვებსაც საფრთხეს უქმნის. სკოლაში იმყოფებოდა მეექვსეკლასელის დედაც. მასსა და მშობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ინფო რუსთავის“ ცნობით, მოსწავლე სკოლიდან რუსთავის რესურსცენტრის უფროსმა, თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა.

მეხუთე სკოლაში იმყოფება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 სექტემბერს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]