weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

წყალტუბოში დაღუპული ბიჭის დედამ სავარაუდოდ თავი მოიკლა

23:02 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

წყალტუბოში, დღეს დაღუპული 18 წლის ბიჭის დედამ სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ცნობით, უცხოეთიდან დაბრუნებულ ქალს ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, მოგვიანებით კი მისი ცხედარი მრავალსართულიან სახლთან იპოვეს.

გამთენიისას 18 წლის ბიჭმა სავარაუდოდ თავი მოიკლა, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ინტერნეტთამაშს ასახელებენ. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მისი მშობლები საზღვარგარეთ მუშაობდნენ და ამიტომ ბიჭი მარტო ცხოვრობდა. ის სკოლის მოსწავლე იყო, თუმცა, როგორც ჟურნალისტთან სკოლის დირექტორი ამბობს, სასწავლებელში იშვიათად დადიოდა.

„როგორ არ დავინტერესდით მიზეზით. დამრიგებელიც გავუშვით, მასწავლებლებიც და არავის ეკონტაქტებოდა, რატომღაც. შარშან, ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ ძალიან გულჩათხრობილი გახდა, მაგრამ... რა ვიცი, მეგობრებთანაც აღარ უნდოდა ურთიერთობა, ამხანაგებთანაც აღარ უნდოდა. დამრიგებელმა მიაკითხა რამდენჯერმე სახლში და კარი არ გაუღო“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]