weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სიღნაღის ცენტრში ხანძრის შედეგად სამი ობიექტი დაიწვა

12:17 სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019
ფოტო © Davit Baratashvili / Facebook ფოტო © Davit Baratashvili / Facebook

ქალაქ სიღნაღში ხანძრის შედეგად რესტორანი „სარაჯიშვილი“, სასტუმრო-რესტორანი „ნიკალა“ და ღვინის მაღაზია დაიწვა. ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად სხვენში არსებული ძველი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ დაკვამლიანება გამთენიისას, „ნიკალას“ სხვენში შენიშნეს.

„სამივე ობიექტი მთლიანად არის განადგურებული, დაიწვა ძველი აივნები, რომლებიც ამ ქუჩას განსაკუთრებულ სილამაზეს სძენდნენ და ტურისტების ყურადღებას იქცევდნენ. შენობა, სადაც რესტორანი „სარაჯიშვილი“ იყო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ძველი ელექტროგაყვანილობიდან ან ბუხრიდან გაჩნდა. ბოლო წლებში ეს ამ ქუჩაზე ხანძრის მესამე შემთხევაა. აქვე იყო ამერიკელი ბიზნესმენის სახლი, რომელიც 2015 წელს დაიწვა“, – ამბობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]