შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150¹ მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 