weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თბილისში „თერგის“ ბაზრობაზე ხანძარია

11:55 ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019

თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე უკვე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს და პარალელურად, დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

უსაფრთხოების მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

„თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი 2018 წლის თებერვალშიც გაჩნდა. მაშინ სულ მცირე 3000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]