weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

23 წლის კაცს 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის პატიმრობა შეეფარდა

17:19 ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019
ფოტო სამხრეთის კარიბჭე ფოტო სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 23 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალად 15 წლის გოგოსთან სექსულაური კავშირი ედება.

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, პოლიციას სამედიცინო დაწესებულებამ მიმართა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არასრულწლოვანი ორსულად იყო.

„მეგონა, სხვა პრობლემა მქონდა და მივედი ექიმთან. მაშინ გავიგე, რომ ხუთი თვის ორსული ვიყავი. თავიდან არ მიჯერებდა, რომ ბავშვი მისი იყო, ეშინოდა, რომ დაიჭერდნენ. მერე დნმ გავაკეთეთ. არც ჩვენ ვუჩივით და არც იმათ აქვთ პრობლემა, რომ პასუხისმგებლობა აიღონ. ორივეს გვინდა ოჯახის შექმნა. ჩვენს შვილს ერთად გავზრდით“, – ამბობს გოგო „სამხრეთის კარიბჭესთან“.

გამოცემის ცნობით, გოგო მშობლებთან ცხოვრობს და ხუთი თვის ბავშვს ზრდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]