weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გასულ წელთან შედარებით გურჯაანის ღვინის ფესტივალს წელს 2-ჯერ მეტი მონაწილე ეყოლება

11:57 ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2019

12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი, რომელიც გურჯაანში წელს მესამედ იმართება, გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მასშტაბური იქნება, სადაც 200-მდე მეღვინისა და მეწარმის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ტრადიციულად, გარდა ღვინის ქარხნებისა და საოჯახო მარნების მიერ სხვადსახვა სახეობის ღვინის წარმოდგენისა, სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ შემოქმედებითი თემატური ნამუშევრები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ ხელნაკეთი ნივთები.

„ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო იქნება ვიდრე გასულ წელს. ამისთვის გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მუშაობა ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყო. გარდა იმისა, რომ წლევანდელ ფესტივალში შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი მეღვინე და მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, ასევე გვეყოლება ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი დამეგობრებული ქალაქებიდან. ეს იქნება ღონისძიება, რომელიც საინტერესო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება ყველა ასაკის სტუმრისთვის,“- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, შეჯიბრებებში, გასართობ თამაშებსა და სხვადასხვა აქტივობებში. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები.

ფესტივალი, საღამოს, თბილისის ბიგ ბენდის გალა კონცერტით დასრულდება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს „m² უძრავი ქონება“, სპონსორი - „საქართველოს ბანკი ბიზნესი“ და იმართება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით.

წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia, რომლის ფარგლებშიც 5 ოქტომბრიდან დაიწყება საინტერესო კამპანია.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]