weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სივრცითი მონაცემების ინტეგრირებულ მართვის საკითხებთან დაკავშირებით რეგიონული სემინარი გაიმართა

17:53 ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2019

კახეთში სივრცითი მონაცემების ინტეგრირებულ მართვის საკითხებთან დაკავშირებით რეგიონული სემინარი გაიმართა. ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში საქართველოს, ნორვეგიის, უკრაინის, ყირგიზეთის და მოლდოვას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და გეოსივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქვეყნების გამოცდილებასა და მიღწევებს ეცნობოდნენ.

სემინარზე მხარეებმა გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებული სტრუქტურის (IGIF) მეთოდოლოგიით ქვეყნების გეოსივრცითი მონაცემების ეროვნულ ინფრასტრუქტურას შეაფასეს და ამავე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, შეფასებული ქვეყნების შესახებ ანგარიშები და სამოქმედო გეგმები მოამზადეს.

 „საჯარო რეესტრი სივრცითი მონაცემების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. სააგენტო, ასევე, კოორდინაციას უწევს უწყებებს შორის სივრცითი მონაცემების გაზიარების პროცესს, ამრიგად, ამ სემინარზე მიღებული ინფორმაცია და აქ წარმოდგენილი ქვეყნების გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ.

სემინარზე წარმოდგენილ ქვეყნებში: საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ყირგიზეთში ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, სივრცითი მონაცემების მიმართულებით სხვადასხვა პროექტი მიმდინარეობს. რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს მიერ სივრცითი მონაცემების თემატიკაზე სამუშაო შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნორვეგიული მხარის დახმარებით, პროექტი „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ ხორციელდება. პროექტის აეროგადაღების მასალებზე დაყრდნობით, ციფრული კარტოგრაფიული მასალის - ვექტორული, საბაზისო რუკის შექმნას ითვალისწინებს. საჯარო რეესტრთან ერთად, პროექტის ფარგლებში წარმოებული საბაზისო გეოგრაფიული მონაცემები ყველა სახელმწიფო უწყებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]