weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუ „შმაქსები“ ქუჩაში გამოჩნდებიან, „მიიშმაქსებიან“ – კახა კალაძე

11:09 შაბათი, 05 ოქტომბერი 2019

შმაქსებიქუჩაში ჯერ არ გამოჩენილან, თუ კი გამოჩნდებიან, აუცილებლად „მიიშმაქსებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით.

„გირჩმა“ შპს „შმაქსი“ (შმAXI) მას შემდეგ დააფუძნა, რაც თბილისში ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა. „გირჩი“ აცხადებს, რომუმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს „შმაქსაობაში“ ჩართვას სთავაზობს. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება.

„დავიქირავებთ მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც „გირჩის“, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

3 სექტემბერს „შმაქსის“ ავტომობილი, ტაქსის მსგავსი ამომცნობი ნიშნის - „შმAXI“-ის გამო, საპატრულო პოლიციამ გააჩერა, თუმცა მძღოლი ვერ დააჯარიმა.

„გირჩის“ აცხადებს, რომ კანონს არ არღვევენ, თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით კი, ამ ქმედების გამო მძღოლები დაჯარიმდებიან: „ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. მოქმედება, რომელსაც ისინი პროპაგანდას უწევენ, სამართალდარღვევაა და ამას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]