weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

13:04 შაბათი, 05 ოქტომბერი 2019 hits 159

იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული კ.ო. და 1960 წელს დაბადებული გ.ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ კ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ სირეცი, ხოლო მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ექვს შეკვრად დაფასოებული სირეცი და 170 000 ლარი.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა გ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეც ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]