weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის სკოლის მასწავლებელი გახდა

10:12 კვირა, 06 ოქტომბერი 2019

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. დაჯილდოების ღონისძიება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გაიმართა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხუთ ფინალისტს შორის გამოვლინდა. მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა - „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ 10 000 ლარი გადასცა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჭაუჭიძე ოც წელზე მეტია მასწავლებელია და აქედან თხუთმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის, ძირითადად ეთნიკურ სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს.

როგორც საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, განაცხადა მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პედაგოგის პროფესია დაფასებული იყო.

„კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ, ვიზრუნებთ თქვენზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია“ , – მიმართა ბატიაშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე პედაგოგებს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]