weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დააკავეს კაცი, რომელიც ქალს პირადი ცხოვრების ფოტო-ვიდეოს გასაჯაროებით ემუქრებოდა

10:44 კვირა, 06 ოქტომბერი 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში 26 წლის კაცი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა.

„ქალმა მას საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ქალს მათი მიმოწერისა და აღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის არგასაჯაროების სანაცვლოდ, აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებგვერდის საკუთარ ანგარიშზე, გამოძალვის გზით, ფულს სისტემატურად არიცხინებდა“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]