weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

NDI - 49% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ვიზალიბერალიზაცია სარგებელს მოუტანს, 42% - არა

12:29 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის  შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 49% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მისნაირ ხალხს, ხოლო 42% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მისნაირ ადამიანებს, აპრილთან შედარებით, 53%-დან 49%-მდე შემცირდა, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა 42%-დან 39%-მდე შემცირდა.

კითხვაზე, გსმენიათ თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს, გამოკითხულთა 90% აცხადებს, რომ სმენია, ხოლო 9% აცხადებს, რომ არ სმენია, 1%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. ეთნიკურ უმცირესობებში გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ ამის შესახებ სმენია, ხოლო 37% ამბობს, რომ არ სცალია.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგები მოიცავს ივნის-ივლისის პერიოდს. NDI-მ საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ოთხი თვის განმავლობაში უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 3 ათასი 90 დღის ვადაში საქართველოში არ დაბრუნებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]