weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით თბილისში პოლიციელი დააკავეს

14:26 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.

დაკავებულს ბრალი წარედგინა 7 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

„საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]