weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუ ტაქსის გაძვირება ვინმესთვის პრობლემა იქნება, იქნება ახალი ავტობუსები და მეტრო – კალაძე

15:40 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსით მგზავრობის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს პრობლემა ტაქსების რეფორმის ამოქმედების პირველ დღეებში იდგა.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან. სხვათა შორის, გუშინ გააკეთეს განცხადებები, სტატისტიკაც წარმოადგინეს. თუმცა, თუ კიდევ არის რიგი შემთხვევები ფასების გადამეტების, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იქნეს დარეგულირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

თბილისის მერს კომენტარის გაკეთებას სთხოვეს მის მიერ გასული წლის დეკემბერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ტაქსით მგზავრობა იაფია და მომავალში ამ მომსახურების საფასური უნდა გაიზარდოს.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით სატრანსპორტო პოლიტიკაზე, იმ კონტექსტში იყო ეგ განცხადება გაკეთებული. ტაქსს ჰყავს თავისი კლიენტი. შესაბამისად, როდესაც ქალაქში დაწყებული გვაქვს ამხელა რეფორმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია არსებული პარკის ჩანაცვლება, ყვითელი ავტობუსების, მიკროავტობუსების ჩნაცვლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

პარალელურად ხდება ტრანსპორტის რეფორმა და ტაქსების მოწესრიგება. მთავარი ამოცანაა, რომ ვინც სერვისით სარგებლობს, მისთვის კომფორტული იყოს - იყოს სუფთა, ახალი და უსაფრთხო ავტომობილი. რა თქმა უნდა,

საბოლოოდ ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია. თუ ეს ვინმესთვის პრობლემა იქნება, იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რითიც შეეძლებათ გადაადგილება და ყველაზე სწრაფად და კომფორტულად იუქნება შესაძლებელი.

იქნება მეტრო - განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული, ახალი ვაგონებით. ეს საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ დაწყებული გვაქვს და იმიტომ არის, რომ დღეს, მაგალითად, მეტრო ერთი საათით ადრე ასრულებს მუშაობას. კეთდება ისეთი საქმე, რაც მეტრო გაკეთდა არ გაკეთებულა. ეს არის მთლიანად ძალოვანი კაბელების ცვლილება იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული და პრობლემა არ იყოს მეტროში მგზავრობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]