weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ლევან ჯიქურს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

16:44 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუფარდა. როგორც ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ბრალდებულის ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

„შუამდგომლობა დავაყენე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. გაითვალისწინა მოსამართლემ. მტკიცებულებები ჩვენ გავხადეთ უდავო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, არც აღიარებას და არც თანხმობას; არც იმას, რომ გამამართლებელი განაჩენით დამთავრდება საქმე თუ გამამტყუნებელი. მოსამართლემ გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობა, შევიდა ჩვენს მდგომარეობაშიც. თანხა მინიმალური იქნა გამოყენებული - 2000 ლარი და ამაზეც 45 დღე დრო მოგვეცა“, – განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ლევან ჯიქურმაც. მან თბილისის საქალაქო სასამართლო ეტლით დატოვა.

„ბრალად წამიყენეს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა ჯგუფურად, რასაც ადგილი არ ჰქონია.

პარლამენტთან მივედი იმის გამო, რომ ხალხს ტყვიებს ესროდნენ, დასახმარებლად მივედი. ჩემს მეუღლესთან ერთად ვიყავი. მას ტყვია ასცდა. ის ფარი გამოვიყენე იმისთვის, რომ ის პიროვნება შემეკავებინა, რომ აღარ ესროლა ხალხისთვის. სპეცრაზმელი იყო. ფარების უკან თოფები ეჭირათ.

ექიმების სიტყვით, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საგანგაშო არის იმიტომ, რომ ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული. მიწვრილდება ეს ხელიც, ფეხიც, ფილტვებზეც რაღაც ქრონიკულ დაავადებებში გადამივიდა. 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია“, – განაცხადა ლევან ჯიქურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ჯიქურის დაკავების შესახებ ინფორმაცია 17 ივლისს გაავრცელა. უწყების განცხადებით, 30 წლის ჯიქური სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]