weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზუგდიდში „ვივუსის“ მოლარის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს

14:28 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

სამართალდამცავებმა ონლაინ-სესხების კომპანია „ვივუსის“ მოლარე-ოპერატორის დაყაჩაღების ბრალდებით, ზუგდიდში 31 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანმა პირმა 23 ივლისს, კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკის მაღაზიაში მდებარე შპს „4 ფინანსის“ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით 3 305 ლარი წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]