weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით გორში აქცია გაიმართა

18:49 ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019
ფოტო: სათემო რადიო მოზაიკა ფოტო: სათემო რადიო მოზაიკა

გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით „კომუნისტური პარტიისა“ და ორგანიზაციის „მეგობრობა და სამართლიანობა“ წევრებმა მორიგი აქცია გამართეს. რამდენიმე ათეული ადამიანი, სტალინის პორტრეტებითა და წითელი დროშებით, საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმის ეზოში შეიკრიბა და მერიის შენობამდე მსვლელობა მოაწყო.

„ჩვენი პირველი და ძირითადი მოთხოვნაა სტალინის ძეგლის დაბრუნება თავის ტრადიციულ ადგილზე, სადაც დაიდგა თავის დროზე. სტალინის ძეგლის დაბრუნება ნიშნავს სტალინის პატივისცემას; კაცისას, რომელმაც მთელ მსოფლიოს თავი გააცნო, როგორც ფაშიზმის დამამარცხებლის ხელმძღვანელმა“, – განაცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჯანდიერ მახარაძემ.

სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება პირველი ნოემბრიდან იგეგმება.

ყოფილი საბჭოთა დიქტატორის ძეგლი გორის ცენტრში 1952 წლიდან იდგა. მისი დემონტაჟი 2010 წელს მოხდა. „კომუნისტური პარტიის“ წევრები და „სტალინელები“ ძეგლის ხელახლა დადგმას დღემდე ითხოვენ. ამ მოთხოვნით პერიოდულად ხელმოწერებსაც აგროვებენ.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]