weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ პირველ შეხვედრას თელავში გამართავს

11:59 კვირა, 13 ოქტომბერი 2019
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“, რომელიც 20 ივნისს თბილისში დაწყებული საპროტესტო აქცების შედეგად ჩამოყალიბდა, რეგიონებში გასვლას იწყებს.

როგორც მოძრაობაში აცხადებენ, ქვეყნის სამსახურში მეტი ადამიანის გაწევრიანების მიზნით, პირველი შეხვედრა 20 ოქტომბერს, თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე, 19:00 საათზე გაიმართება.

„20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ სიხარულით უმასპინძლა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვა რუსი კომუნისტი დეპუტატი - სერგეი გავრილოვი. ოკუპანტის ეს პატივით დახვედრა იმავე დღეს ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მთავრობამ, რომელიც ოკუპანტს მშვიდობით ეგებება, თავისივე მშვიდობიან დემონსტრანტებს ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები დაუშინა“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა დააფუძნეს. მათ რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 20 სექტემბერს დაასრულეს. ბოლო აქციაზე „სირცხვილიამ“ მანიფესტი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ უმთავრესი მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის“ დასრულება იქნება.

„ჩვენ თბილისსა და რეგიონებში შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა ჯგუფებს, რომლებიც მოსვენებას არ მისცემენ ივანიშვილის მსახურებს“, – ნათქვამია მანიფესტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]