weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სირიაში კიდევ ერთი პანკისელის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ახლობლები არ ადასტურებენ

17:01 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დრომდე არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას სირიაში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, პანკისელი კ. ტ-შვილის და მისი ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ.

როგორც პანკისის სათემო რადიო „ვეის“ ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე არავის დაუდასტურებია.

კ. ტ-შვილი ბ. ტ-შვილის უფროსი ძმაა, რომელიც სირიაში 2016 წლის 11 ივლისს დაიღუპა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ბ. ტ-შვილი სირიაში 2014 წელს წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, თარხან ბათირაშვილის რაზმში იბრძოდა.

სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 24 პანკისელი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]